ჩვენი ისტორია
20 წელზე მეტია, ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC ბავშვების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავს. ამ წლების განმავლობაში ABC ვითარდებოდა, იხვეწებოდა და პასუხობდა თანამედროვე სკოლამდელი განათლების მოთხოვნებს. გამოცდილებასთან ერთად ვამდიდრებდით სასწავლო პროგრამებს და ვქმნიდით მრავალფეროვან, შემოქმედებით გარემოს, სადაც სწავლა, თამაში და აღმოჩენა ბავშვის ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია.
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია. ამიტომ ABC-ში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინდივიდუალურ მიდგომას, ყურადღებასა და მხარდაჭერას, რათა თითოეულმა ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს, განავითაროს და თავდაჯერებულად გადადგას ნაბიჯები მომავლისკენ.

